საზოგადოება
14.06.2024 14:25
საზაფხულო გამოწვევა კითხვაში - ამერიკის საელჩოს ახალი პროექტი მოზარდებისთვის

საზაფხულო გამოწვევა კითხვაში - ამერიკის საელჩო მოზარდებს პროგრამაში მონაწილეობას სთავაზობს.

აქტივობა 10 ივნისი - 31 აგვისტო პერიოდს მოიცავს და მონაწილეობის მიღება 5-დან 18 წლის ასაკის მოზარდებს შეუძლიათ, რომლებიც ამერიკული სივრცეების სერვისებით არიან დაინტერესებულნი.

რაც შეეხება პროგრამას, ღონისძიების ორგანიზატორების ინფორმაციით, მონაწილემ უნდა აიჩიოს და წიაკითხოს მისთვის საინტერესო წიგნი/წიგნები ქართულ ან ინგლისურ ენაზე და 31 აგვისტომდე ბმულზე: docs. google. com /…/1FAIpQLSczOCKO6SX_C…/viewform შევსებული ფორმა მიაწოდოს საქართველოს ამერიკულ სივრცეებს.

„ყოველი ბავშვი, რომელიც წაიკითხავს 500 გვერდს, საელჩოდან მიიღებს ვერცხლის სერტიფიკატს; ვინც წაიკითხავს 1000 გვერდს, საელჩოდან მიიღებს ოქროს სერტიფიკატს; ხოლო ვინც 5000 გვერდს წაიკითხავს, საელჩოდან მიიღებს პლატინის სერტიფიკატს (სამივე შემთხვევაში ინგლისურ ენაზე წაკითხული გვერდების რაოდენობა ორმაგდება).

სერტიფიკატების გაგზავნის დღე გამოცხადდება ამერიკული სივრცეების გვერდებზე 1 ოქტომბრის შემდეგ. სერტიფიკატს ხელს ელჩი მოაწერს“, - აცხადებენ პროგრამის ორგანიზატორები.

კვირის ამბები