12 ივნისიდან მიმოქცევაშია ქართული მარკა, რომელიც საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორიულ გამარჯვებას ეძღვნება, - ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, მარკა, საქართველოს მასშტაბით, ხელმისაწვდომია საქართველოს ფოსტის 80 სერვისცენტრში და საფოსტო გზავნილების განხორციელება აღიშნული მარკით უკვეა შესაძლებელი.
„მარკის ავტორია ბაადურ ქობლიანიძე, ხოლო, საფოსტო მარკის ტირაჟია 40.000 ერთეული. საფოსტო მარკა, მისი ძირითადი დანიშნულების გარდა, ასევე წარმოადგენს ქვეყნის სუვერენიტეტის ერთ-ერთ მახასიათებელს და გამოვლინებას, ამიტომაც მას ხშირად ქვეყნის სავიზიტო ბარათს უწოდებენ.
საფოსტო მარკა უნდა პასუხობდეს მსოფლიო საფოსტო კავშირის წესდებას და მოთხოვნებს, მასში ასახული უნდა იყოს ქვეყნის კულტურა და ისტორიული წარსული, მეცნიერების და კულტურის ყველა სფერო, მიღწევები სპორტში, საშინაო და საგარეო ცხოვრების მთავარი მოვლენები და სხვა“, - აცხადებენ სამინისტროში.