საზოგადოება
14.06.2024 14:21
ლამინირებული პირადობების მოქმედების ვადის ამოწურვამდე 16 დღეა დარჩენილი

ლამინირებული პირადობების მოქმედების ვადის ამოწურვამდე 16 დღეა დარჩენილი - ამ ეტაპზე, ძველი დოკუმენტების ელექტრონული (ID) მოწმობებით უსასყიდლოდ ჩანაცვლების აქცია მიმდინარეობს.

როგორც იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ, არაელექტრონული პირადობის დამადასტურებელი მოწმობები იურიდიულ ძალას 1-ელ ივლისს დაკარგავს.

„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილების თანახმად, 1-ლი ივლისიდან 2011 წლის 28 ივლისამდე გაცემული არაელექტრონული (ლამინირებული) პირადობის მოწმობები უქმდება. პირადობის დამადასტურებელი ძველი დოკუმენტის შესაცვლელად, მოქალაქეებმა ქვეყნის მასშტაბით არსებულ იუსტიციის სახლებს და მობილურ იუსტიციის სახლებს უნდა მიმართონ“, - აცხადებენ უწყებაში.

კვირის ამბები