რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდების ინიციატივების მხარდასაჭერად, განაცხადების მიღება განახლდა.
ახალგაზრდობის სააგენტოს ინფორმაციით, საგრანტო კონკურსის მიზანია საინიციატივო ჯგუფების, ახალგაზრდული ორგანიზაციების და ახალგაზრდების გაძლიერება, ახალგაზრდული პოლიტიკის განხორციელებაში მონაწილეობის, ხარისხიანი სერვისების შექმნის და მათი ხელმისაწვდომობის ზრდის უზრუნველსაყოფად.
რაც შეეხება მონაწილეობას, საგრანტო პროექტის წარდგენის უფლება აქვს რეგიონში მცხოვრებ ფიზიკურ პირს, რომელიც საგრანტო პროექტის განხორციელების მიზნით, საინიციატივო ჯგუფში აერთიანებს რეგიონში მცხოვრებ არანაკლებ ხუთ ახალგაზრდას, ასევე, არასამეწარმეო იურიდიულ პირს - ახალგაზრდულ ორგანიზაციას.
„საკონკურსო განაცხადები ყოველი თვის 13 რიცხვიდან 25-ის ჩათვლით, ელექტრონულ ფოსტაზე - grants-1 @youthagency. gov. ge. მიიღება და საგრანტო კონკურსი 2024 წლის 10 ნოემბერს სრულდება.
კონკურსის საერთო ბიუჯეტია 600 000 ლარი. ერთი საგრანტო პროექტის მაქსიმალური დაფინანსება კი 15 000 ლარს შეადგენს“, - აცხადებენ ახალგაზრდობის სააგენტოში.
საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მსურველს, დეტალური ინფორმაციის ნახვა შეუძლიათ ახალგაზრდობის სააგენტოს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე.