საზოგადოება
11.03.2020 13:34
სოფელ ქვახვრელში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

გორის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალური განცხადებით, სოფელ ქვახვრელში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სარეაბილიტაციო სამუშაოები სოფლის ცენტრალური გზიდან რკინიგზის სადგურამდე მისასვლელ მონაკვეთებს მოიცავს.

მერის წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებლის, კახი მირუაშვილის თქმით, გზის ამ მონაკვეთის მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელი იყო და სოფელ ქვახვრელის მოსახლეობისთვის საკმაოდ დიდ პრობლემას წარმოადგენდა. მისივე თქმით, სარეაბილიტაციო სამუშაოების ნაწილი უკვე დასრულებულია და ეს პროცესი კვლავ გრძელდება.

ამ პროექტისათვის, გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ჯამში 188 355 ლარი გამოყო. აღნიშნული გზის მონაკვეთის სიგრძე 500 მეტრს შეადგენს. გორის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ სამუშაოების დასრულება მიმდინარე წლის აპრილის ბოლოს იგეგმება.

პროექტი არ შემოიფარგლება მხოლოდ გზის საფარის მოწყობით და იგი სოფელ ქვახვრელში სარწყავი არხის რეაბილიტაციასაც ითვალისწინებს

კვირის ამბები