2024 წლის ეკო-ბანაკში მოსწავლეების მიღება დაიწყო.
ორგანიზატორების ინფორმაციით, აქტივობაში მონაწილეობა საქართველოში მცხოვრებ VII-XII კლასის მოსწავლეებს შეუძლიათ.
ეკო-ბანაკის ფარგლებში, მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, არაერთ მნიშვნელოვან საკითხზე, მათ შორის, კლიმატის ცვლილებებზე, ნარჩენების მართვაზე, ცირკულარულ ეკონომიკაზე, ადამიანის უფლებებზე და სამოქალაქო ჩართულობაზე ამომწურავი ინფორმაცია მიიღოს.
„ბანაკი ორ ეტაპად ჩატარდება (I ნაკადი - 14-19 ივლისი; II ნაკადი - 6-11 აგვისტო). ღონისძიება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და ნორვეგიის ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის - „შევამციროთ პლასტმასით დაბინძურება” ფარგლებში ხორციელდება და ახალგაზრდებში გარემოს დაცვის და მდგრადი განვითარების შესახებ ცოდნის გაუმჯობესებას და საინტერესო, გუნდური და ინდივიდუალური აქტივობების განხორციელების გზით, ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად“, - აცხადებენ ორგანიზატორები.
მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულმა პირებმა სარეგისტრაციო ფორმა ელექტრონულად forms . gle / AaRxRg4B8rW8vpYa7 უნდა შეავსონ. განაცხადის მიღების ბოლო ვადა 19 ივნისია.