საზოგადოება
13.06.2024 11:13
ტანას ხეობაში უხვი ნალექის შედეგად შექმნილი პრობლემების სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს

10 ივნისს, გორის მუნიციპალიტეტში მოსულმა ძლიერმა წვიმამ მუნიციპალიტეტის გარკვეულ მონაკვეთებზე პრობლემები შექმნა.

უხვი ნალექის შედეგად ტანას ხეობაში რამდენიმე ადგილას დაზიანდა ხიდები და გზის სავალი ნაწილი, წაქცეულია ხეები.

როგორც გორის მერიაში აღნიშნეს, შექმნილი პრობლემების სალიკვიდაციოდ ყველა შესაბამისი უწყება მობილიზებულია და სამუშაოები უკვე დაწყებულია, რაც შეეხება მოსახლეობას, საფრთხე არ ემუქრება.

უამინდობის გამო შექმნილი პრობლემების სალიკვიდაციო სამუშაოების დაწყებამდე, ტანას ხეობაში არსებულ მდგომარეობას გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი დამერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლები გაეცნენ და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ.

 

კვირის ამბები