თრიალეთის უმაღლეს მწვერვალ ჯამჯამაზე მოსწავლეთა ალპინიადა ჩატარდა.
აქტივობა გორის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მართვის სააგენტოს ტურიზმის განყოფილების მოსწავლე-ახალგაზრდობის სპორტული ტურიზმის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.
ღონისძიება ცენტრის ალპინისტური წრის და მოსწავლეთა სასკოლო ტურისტული კლუბის წევრების მონაწილეობით, ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.
როგორც „გორის მაცნესთან“ ორგანიზატორებმა აღნიშნეს, აქტივობის მიზანს, მოზარდებში ტურიზმის და ალპინიზმის პოპულარიზაცია წარმოადგენს.
მათივე ინფორმაციით, გასვლითი ღონისძიებები კვლავაც იგეგმება.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება