კულტურა
12.06.2024 16:35
გორის თეატრი 179-ე სეზონს 29 ივნისს დახურავს

გ. ერთავის სახელობის თეატრი 179-ე სეზონს სპექტაკლით - „ოთარაანთ ქვრივი“ - დახურავს.

მაყურებელს, ილია ჭავჭავაძის მოთხრობის - „ოთარაანთ ქვრივის“ მიხედვით დადგმულ, ამავე სახელწოდების სპექტაკლს რეჟისორი გიორგი თენაძე წარუდგენს.

წარმოდგენის მესამე საპრემიერო ჩვენება და მიმდინარე შემოქმედებითი სეზონის დახურვა 29 ივნისს გაიმართება.

წარმოდგენაში მონაწილეობენ: მაღი არღუთაშვილი, დაჩი ბაბუნაშვილი, თორნიკე ბასიშვილი, კახა ბერიძე, ომარ ბექაური, ელენე დარჩია, ლიკა კევლიშვილი, კობა კოპაძე, ქეთი ლუარსაბიშვილი, გიორგი ჩოჩნიძე, მზიკო ტურაშვილი და ლევან ჯამბრიშვილი.

თეატრის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბილეთებს შეძენა უკვე შესაძლებელია თეატრის სალაროში ან ონლაინ, საიტზე: www. biletebi. ge

სპექტაკლი 19:00 დაიწყება.

კვირის ამბები