ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ქვიშხეთში, წრომსა და ზეკოტაში ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობას.
შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქვიშხეთში, მე-5 და მე-8 ქუჩებზე ასფალტის საფარის დაგება მიმდინარეობს, რომლის სიგრძეც 1320 მ-ს შეადგენს. წრომსა და ზეკოტაში კი სანიაღვრე არხების მოწყობა ხორციელდება.
ხაშურის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამუშაოებს შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ლევან ხარაბაძე რწმუნებულის პირველ მოადგილესთან სიმონ გულედანთან და ხაშურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილესთან ზვიად ქურდაძესთან ერთად გაეცნო.
„სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება, რომლის ღირებულებაც ჯამში 1.7 მილინ ლარს შეადგენს.
აღნიშნული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოების დასრულება ზაფხულში იგეგმება“, - აცხადებენ სამხარეო ადმინისტრაციაში.ინფორმაცია დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და საერთაშორისო პარტნიორებს
ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას - სუსი
ცესკო პოლიტიკურ პარტიების მიერ მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად საჭირო პროცედურებს აქვეყნებს