საზოგადოება
12.06.2024 12:33
გორელმა ახალგაზრდებმა გერმანული ენის შემსწავლელი კურსი დაასრულეს

პროექტის - „აღმოაჩინე კავკასია“ ფარგლებში, გორელმა ახალგაზრდებმა გერმანული ენის შემსწავლელი კურსი დაასრულეს.

პროგრამა სამი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და გერმანელმა მოხალისეებმა ახალგაზრდებს გერმანული ენის შესწავლასთან ერთად, მიაწოდეს ინფორმაცია გერმანიის კულტურის და ისტორიის შესახებ.

„წარმატებით დასრულდა გერმანული ენის კურსი, რომელსაც გორის მუნიციპალიტეტის განვითარების სააგენტოს და შიდა ქართლის სამოქალაქო ფორუმის ევროპის სოლიდარობის კორპუსის გერმანელი მოხალისეები გორელ ახალგაზრდებს სამი თვის განმავლობაში სთავაზობდნენ.

პროექტის - „აღმოაჩინე კავკასია“ ფარგლებში, ამ კურსმა მოსწავლეებს საშუალება მისცა შეესწავლათ საბაზისო/ სასაუბრო გერმანული ენა და გაცნობოდნენ გერმანულ კულტურას,“ - აცხადებენ სააგენტოში.

წარმატებულ კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცათ.

 

კვირის ამბები