სპორტი
12.06.2024 12:32
„საქართველოს მოყვარულთა ლიგა 2024“-ის ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტის გუნდები ფეხბურთის ჩემპიონატის ნახევარფინალურ შეხვედრებს დღეს გამართავენ

„საქართველოს მოყვარულთა ლიგა 2024“ ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტში ფეხბურთის ჩემპიონატი იმართება.

საფეხბურთო კლუბ „გორის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრის მეოთხედფინალური ეტაპი დასრულდა

რაც შეეხება ნახევარფინალს, მატჩები დღეს, 12 ივნისს ჩატარდება.

კვერნაქის გუნდი ჭალის (16:00 საათი), მერეთის კი ხელთუბნის გუნდს დაუპირისპირდება (17:00 საათი).

ორივე შეხვედრა ახალბაღის ხელოვნურსაფარიან სტადიონზე გაიმართება.

„მუნიციპალური ეტაპის შემდეგ, რეგიონული პირველობა გაიმართება, სადაც აღმოსავლეთ ზონაში საუკეთესო გუნდი გაირკვევა, ბოლოს კი, ფინალური ეტაპი გაიმართება და საქართველოს მოყვარულთა ლიგის გამარჯვებული გუნდი გამოვლინდება.

ჩემპიონატის მიზანს ფეხბურთის პოპულარიზაციასთან ერთად, ახალგაზრდა პერსპექტიული სპორტსმენების აღმოჩენა და ფეხბურთში ვეტერანი ფეხბურთელების დაბრუნება წარმოადგენს", აღნიშნულია ინფორმაციაში.

კვირის ამბები