საზოგადოება
11.06.2024 14:27
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სეტყვის შედეგად დაზარალებული სოფლების მოსახლეობას შეხვდა

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ლევან ხარაბაძე, რეგიონში მოსული ძლიერი სეტყვის შედეგად დაზარალებულ სოფლებში იმყოფებოდა.

რწმუნებული ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანში ადგილობრივ მოსახლებას შეხვდა და შექმნილ მდგომარეობას ადგილზე გაეცნო.

დვანი სტიქიამ ყველაზე მეტად დააზარალა, დაისეტყვა ხეხილის ბაღები და ნათესები, ასევე, დაზიანდა რამდენიმე საცხოვრებელი სახლის სახურავი.

როგორც ლევან ხარაბაძემ აღნიშნა, სპეციალური სამსახურები შეისწავლიან ზარალის ოდენობას და მოსახლებას კანონმდებლობის ფარგლებში გაუწევენ დახმარებას.

აღსანიშანვია, რომ ქარელის მუნიციპალიტეტის მერიას აქვს პროგრამა, რომელიც სტიქიური უბედურებებით გამოწვეული ზარალის ანაზღაურებას უზრუნველყოფს.

შეგახსენებთ, 9 ივნისს მოსულმა სეტყვამ შიდა ქართლში, გორის და ქარელის მუნიციპალიტეტებში 10-მდე სოფელი დააზარალა.

კვირის ამბები