საზოგადოება
11.06.2024 11:48
ჯანმრთელობის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით, ახალგაზრდებთან შეხვედრა გაიმართა

ჯანმრთელობის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით, გორელ ახალგაზრდებთან შეხვედრა გაიმართა.

ორგანიზატორების ინფორმაციით, მონაწილეებმა სხვადასხვა დაავადების და ვირუსული ინფექციის შესახებ ისაუბრეს. მათ შორის, B ჰეპატიტზე და პაპილომავირუსზე, მათი გადაცემის გზებზე და ვაქცინაციაზე.

შეხვედრის ფარგლებში, ფსიქოაქტიურ ნივთიერებებზე დამოკიდებულებასთან ბრძოლის ძირითადი მექანიზმებიც განიხილეს.

აქტივობა USAID -ის პროგრამა „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ ფარგლებში განხორციელდა, რომელიც საქართველოს გაეროს ასოციაციის UNAG-ის მიერ აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

შიდა ქართლის რეგიონში პროგრამის პარტნიორია გორის „კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრი“.

კვირის ამბები