საზოგადოება
10.06.2024 16:11
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს - სინოპტიკოსები ამინდის გაუარესებას შიდა ქართლშიც პროგნოზირებენ

გარემოს ეროვნული სააგენტო, ამინდის გაუარესებასთან დაკავშირებით, მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

„მეტეოროლოგიური რადარის მონაცემებზე დაყრდნობით, დღეს, 10 ივნისს, უახლოეს საათებში დღის ბოლომდე ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთის და კახეთის უმეტეს რაიონში, ასევე, თბილისში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.

მოსალოდნელმა ნალექებმა აღმოსავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“, - ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კვირის ამბები