საზოგადოება
10.06.2024 16:10
ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებმა სტუდენტურ ფესტივალში მიიღეს მონაწილეობა

ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერთა სასწავლო ბატალიონის იუნკერებმა მონაწილეობა მიიღეს მაშტაბურ სტუდენტურ ფესტივალში „სტუდფესტი 2024“, რომელიც უნივერსიტეტებს შორის სპორტული ტურნირების ჩატარებას, კულტურული და შემოქმედებითი ღონისძიებების გამართვას მოიცავს.

სტუდენტური ფესტივალის ფარგლებში, აკადემიის იუნკერებმა მონაწილეობა მიიღეს ისეთ აქტივობებში, როგორიცაა ინტელექტუალური თამაში „რა სად როდის“, დებატები, ხალხური სიმღერები, ასევე, სპორტული ღონისძიებები: ბილიარდი, ფუტსალი, ბოულინგი, ძიუდო, მაგიდის ჩოგბურთი, სპექტაკლი, ცეკვა, STEM მარათონი.

„მსგავსი სახის აქტივობებში მონაწილეობა ხელს უწყობს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებს შორის პარტნიორული და მეგობრული ურთიერთობების ჩამოყალიბებას, აკადემიის შესახებ საზოგადოებაში ცნობადობის ამაღლებას და პოპულარიზაციას“, - აცხადებენ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში

კვირის ამბები