საქართველოში ეროვნული ლიგის სეზონი გაიხსნა, უკვე შედგენილია ცხრილი და გუნდებიც საბრძოლო განწყობაზე არიან, თუმცა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, ყველა ჩანიშნული მატჩი 1-ელ აპრილამდე გადაიდო.
„მსოფლიოსა და ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ მიიღო გადაწყვეტილება - სფფ-ის ეგიდით გამართული ყველა ჩემპიონატის, მათ შორის, კრისტალბეთ ეროვნული ლიგის, კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის, ლიგა 3-ის, ასევე, ასაკობრივი ჩემპიონატების 1-ელ აპრილამდე შეჩერების თაობაზე. ფეხბურთის ფედერაციის მთავარი პრიორიტეტი ჩვენი ფეხბურთელებისა და გულშემატკივრის ჯანმრთელობა და უსაფრთხოებაა“, - ნათქვამია ფეხბურთის ფედერაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ს/კ გორის „გორს“ ეროვნული ლიგა 3-ის მომდევნო მატჩი 17 მარტს უნდა გაემართა, თუმცა, ფედერაციის გადაწყვეტილების თანახმად, ყველა ღონისძიება გადაიდო. აქვე გეტყვით, რომ ცხრილის მიხედვით, „გორს“ 1-ელ მარტამდე 3 მატჩი ჰქონდა ჩანიშნული.