კულტურა
10.06.2024 13:47
„ერისიონი“ საქართველოს რეგიონებში საგასტროლო ტურნეს გორიდან იწყებს

ქორეოგრაფიული ანსამბლი „ერისიონი“ საქართველოს რეგიონებში საგასტროლო ტურნეს გორიდან იწყებს.

კონცერტი 20 ივლისს, 20:00 საათზე, გ.ერისთავის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება.

ორგანიზატორების ინფორმაციით, მაყურებელი „ერისიონის“ სრულიად ახალ შოუ-პროგრამას იხილავს, რომელიც ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელმა შერმანდი ჭკუასელმა და მთავარმა ქორეოგრაფმა ეკა ჭკუასელმა შექმნეს.

„გვინდა აღვნიშნოთ, რომ არა საქართველოს კულტურის და სპორტის მინისტრის თეა წულუკიანის გვერდში დგომა, სამინისტროსგან მიღებული დაფინანსება და მხარდაჭერა, „ერისიონი“ რეგიონებში კონცერტებს სრულყოფილად ვერ ჩაატარებდა.

ასევე, ანსამბლის სახელით დიდი მადლობა გორის მუნიციპალიტეტის მერიას და მერს ვლადიმერ ხინჩეგაშვილს, გაწეული დახმარებისთვის და გვერდში დგომისთვის“, - აცხადებენ ანსამბლ „ერისიონის“ ხელმძღვანელები.

კონცერტზე დასწრება თავისუფალია.

კვირის ამბები