გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ თედოწმინდის გორაკზე რამდენიმე დღის წინ დიდი თეთრი ასოებით გაჩნდა წარწერა „ვერა“ და იქვე წითლად, ასევე, დიდი ზომის გულის ფორმაა გამოსახული.
სავარაუდოდ, ვინმე ვერას ამ ფორმით თაყვანისმცემელი სიყვარულში გამოუტყდა.
„გორის მაცნე“ შეეცადა გაერკვია ადრესატის ვინაობა, თუმცა, თედოწმინდელებმა ვერას შესახებ არაფერი იციან და ვარაუდობენ, რომ ვერა, შესაძლოა, თედოწმინდელი სულაც არ არის და მეზობლად, რომელიმე სოფელში ცხოვრობს, რომელთან მისასვლელი გზაც თედოწმინდაზე გადის.
წარწერა თეთრად შეღებილი ქვებითაა შესრულებული, შესაბამისად, მის ავტორს საკმაო გარჯა დასჭირდებოდა მთაზე ქვების ასაზიდად.
ინფორმაცია დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და საერთაშორისო პარტნიორებს
ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას - სუსი
ცესკო პოლიტიკურ პარტიების მიერ მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად საჭირო პროცედურებს აქვეყნებს