საზოგადოება
08.06.2024 20:12
უახლოესი ხუთი დღის განმავლობაში გორის მუნიციპალიტეტში ღრუბლიანობა და ნალექია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 8-დან 13 ივნისის ჩათვლით, გორის მუნიციპალიტეტში ღრუბლიანობა და პერიოდულად წვიმაა მოსალოდნელი. რაც შეეხება ამინდის დეტალურ პროგნოზს, მთელი დღის განმავლობაში ღრუბლიანი ამინდი და წვიმაა ნავარაუდევი 9 ივნისს, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი +25 გრადუსს მიაღწევს.

გორის  მუნიციპალიტეტში იწვიმებს 10 ივნისსაც, ჰაერი კი დღისით +26 გრადუსამდე გათბება.

+29 გრადუსი და ნალექია მოსალოდნელი 11 ივნისსაც.

პერიოდულად წვიმაა ნავარაუდევი გორში 12 ივნისს, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი +28 გრადუსს მიაღწევს.

მაქსიმალური +28 გრადუსი და 14 საათიდან წვიმაა მოსალოდნელი გორის მუნიციპალიტეტში 13 ივნისს.

14-15 ივნისს გორში დღე უნალექოდ ჩაივლის, მომდევნო ორ დღეს - 16-17 ივნისს კი სინოპტიკოსები კვლავ ღრუბლიანობას და ნალექს პროგნოზირებენ.

კვირის ამბები