გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის ბაკურიანში „საზაფხულო ბანაკი 2024“ იხსნება.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, პროექტში მონაწილეობა 16-20 წლის ასაკის პირებს შეუძლიათ. ბენეფიციართა შერჩევა ორ ეტაპად განხორციელდება (დოკუმენტაციის გადარჩევა და გასაუბრება).
ბაკურიანში 150-მდე ახალგაზრდა სამ ეტაპად გაემგზავრება. ისინი ბანაკში ხუთი დღე დარჩებიან.
ბანაკის წევრებს ჩაუტარდებათ ტრენინგები შემდეგი თემებზე: ემოციების მართვა, ეფექტური კომუნიკაცია; პროფესიული ორიენტაცია, კარიერის დაგეგმვა; ადგილობრივი თვითმმართველობა, სამოქალაქო აქტივიზმი, ადვოკატირება; პროექტების წერა; ემოციური კაპიტალი; მედიაწიგნიერება; საბაზო სამეწარმეო უნარებიდა ციფრული უსაფრთხოება.
პროექტის ფარგლებში, სხვადასხვა შემეცნებითი, კულტურული, სპორტული და გასართობი აქტივობებიცააა დაგეგმილი.
„გორის მუნიციპალიტეტის მერის ვლადიმერ ხინჩეგაშვილის ინიციატივით, ბაკურიანის საზაფხულო ბანაკი გორელ ახალგაზრდებს მესამე წელია მასპინძლობს. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და თვითმმართველობის პროცესებში ახალგაზრდების ჩართულობის ზრდის ხელშეწყობას ისახავს მიზნად“, - აცხადებენ მერიაში.
ცნობისთვის, საზაფხულო ბანაკში მონაწილეობისთვის დაინტერესებულმა პირები უნდა დარეგისტრირდნენ გორის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე მითითებულ ბმულზე. განაცხადები 1-ელ ივლისამდე მიიღება.
დამატებითი ინფორმაციისთვის მსურველებმა უნდა დარეკონ ნომერზე: 599 85 17 47.