სპორტი
11.03.2020 12:22
საფეხბურთო სეზონის პირველი თამაში გორელებმა ფრედ დაასრულეს 

საფეხბურთო სეზონის პირველი თამაში საფეხბურთო კლუბ გორის „გორმა“ ერთი ქულით დაასრულა. I ტურის მატჩი საგარეჯოში, არსენ მეკოკიშვილის სახელობის სტადიონზე გაიმართა. „გარეჯისა“ და „გორის“ დაპირისპირება 1:1 დასრულდა, ანგარიში მასპინძლებმა 53-ე წუთზე გახსნეს, თუმცა, გორელებმა ბალანსის აღდგენა 79-ე წუთზე, ნიკა ოქროპირიძის გოლით შეძლეს.

დავით შუბითიძე, ს/კ გორის „გორის“ მთავარი მწვრთნელი: „სეზონის პირველი მატჩი რთული გამოდგა, თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა, ბიჭების ბრძოლისუნარიანობისა და კარგი თამაშის შედეგად, პირველი ქულა მოვიპოვეთ, რაც დამატებით სტიმულს გვაძლევს მომდევნო შეხვედრისთის. სეზონზე სამუშაო კიდევ ბევრი გვაქვს, ერთ კვირაში უკვე საკუთარ სტადიონზე გვიწევს თამაში და ვეცდებით, უკეთესი შედეგი დავდოთ“.

მომდევნო მატჩს გორის „გორი“ მასპინძლის სტატუსით 17 მარტს, „ქართლის“ სტადიონზე გამართავს და საფეხბურთო კლუბ „ბახმაროს“ დაუპირისპირდება.

კვირის ამბები