შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ხარაბაძემ, „საქართველოს ინტეგრირებული ტერიტორიული განვითარების პროგრამა 2024-2026“-თან დაკავშირებით, სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრას რწმუნებულის პირველი მოადგილე სიმონ გულედანი, მუნიციპალიტეტების მერები, გორის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა ის ინიციატივები და შესაძლებლობები განიხილეს, რომლის განხორციელებაც პროგრამის ფარგლეში შიდა ქართლის რეგიონში იქნება შესაძლებებლი.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ მცხეთაში გამართული შეხვედრის დროს მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს „საქართველოს ინტეგრირებული ტერიტორიული განვითარების პროგრამა 2024-2026“-ის შესახებ, რომელიც ევროკავშირის ტექნიკური მხარდაჭერით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ შეიმუშავა.