საზოგადოება
07.06.2024 12:11
მეორე მსოფლიო ომის მონაწილე, 104 წლის იუბილარი ლიდია ნემსაძე გორის მერიამ 1000 ლარით დაასაჩუქრა

მეორე მსოფლიო ომის მონაწილემ ლიდია ნემსაძემ, 104 წლის იუბილესთან დაკავშირებით, გორის მერიისგან საჩუქრად 1000 ლარი მიიღო.

გორის მუნიციპალიტეტის მერიის და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის შიდა ქართლის სამმართველოს წარმომადგენლებმა ვეტერან მოხუცს დაბადების დღე მიულოცეს, საჩუქრად ტკბილეული გადასცეს და დღეგრძელობა უსურვეს.

როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში აცხადებენ, 1000 ლართან ერთად, ლიდია ნემსაძე გორის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური პროგრამის ფარგლებში, როგორც ვეტერანი, მიმდინარე წლის განმავლობაში ერთჯერადი დახმარების სახით დამატებით 1000 ლარსაც მიიღებს.

 

კვირის ამბები