მოსწავლეთა შემოქმედებითი ფანტაზიის სტიმულირების, შრომითი ჩვევების დანერგვის, მხატვრული და ესთეტიკური გემოვნების განვითარების მიზნით, გორის მუნიციპალიტეტის სკოლების მონაწილეობით, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-კონკურსი გაიმართა.
ღონისძიება გორის კულტურისა და ახალგაზრდობის განყოფილების ინიციატივით ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა გორის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-5 და მე-12 კლასის მოსწავლეებმა მიიღეს.
კომპეტენტურმა ჟიურიმ სამი გამარჯვებული, ორიგინალური ნამუშევარი და ჟიურის სიმპათია გამოავლინა.
რაც შეეხება გამარჯვებულებს, პირველი ადგილი პატარა გარეჯვარის საჯარო სკოლამ დაიკავა, მეორე - კარალეთის N2 საჯარო სკოლამ, მესამე - ბერბუკის საჯარო სკოლამ.
ნომინაცია - ორიგინალური ნამუშევარი - რეხის საჯარო სკოლას ხვდა წილად, ხოლო ჟიურის სიმპათია N9 საჯარო სკოლა გახდა.
ყველა მონაწილეს გორის მუნიციპალიტეტის კულტურის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს სიგელები, გამარჯვებულებს კი ფასიანი საჩუქრები გადაეცა.