გორის მუნიციპალიტეტის მერია ახალგაზრდებს მომავალი პროფესიის სწორად შერჩევაში დახმარებას და ახალ პროექტში მონაწილეობას სთავაზობს.
საგანმანათლებლო პროგრამაში ჩართვა 13-დან 17 წლამდე მოზარდებს შეუძლიათ.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებს კი 23 ივნისის ჩათვლით გორის სახელმწიფო უნივერისიტეტი უმასპინძლებს.
„პროექტი მიზნად ისახავს მოზარდებს ადრეულ პროფესიულ იდენტიფიკაციაში დაეხმაროს. გააცნოს ახალი და ახლებურად დაანახოს უკვე ყველასთვის ნაცნობი პროფესიები.
პროექტის ფარგლებში ჩატარდება შეხვედრების სერია, სადაც სკოლის მოსწავლეებს საშუალება ექნებათ შეხვდნენ, მოუსმინონ და კითხვები დაუსვან სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებს“, - აცხადებენ ორგანიზატორები.
პროექტი გორის მუნიციპალიტეტის მერიის „განათლების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში ფინანსდება და ორგანიზაციასთან- „გაავრცელე“ თანამშრომლობით ხორციელდება.
პროექტში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებული პირები უნდა დარეგისტრირდნენ გორის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე მითითებულ ბმულზე.