სპორტი
06.06.2024 11:17
„გორი“ ლანჩხუთის „გურიას“ დაუპირისპირდება - საფეხბურთო მატჩი დღეს ჩატარდება

დღეს, 6 ივნისს, გორის „გორი“ ლანჩხუთის „გურიას“ დაუპირისპირდება.

ეროვნული ლიგა 3-ის მეთოთხმეტე ტურის შეხვედრა 17:30 საათზე დაიწყება.

თამაში გორში, ქართლის სტადიონზე ჩატარდება.

შეგახსენებთ, გასული ტურის მატჩში გორელებმა ხელვაჩაურის „მაჭახელას“ უმასპინძლეს და 5:1 დაამარცხეს.

 

კვირის ამბები