2024 წლის 1-ელი იანვრიდან 3 ივნისამდე გორის მუნიციპალიტეტს 127 821 ვიზიტორი ეწვია, მათ შორის 89 649 უცხოელია, - ოფიციალური სტატისტიკა გორის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მართვის სააგენტოს ტურიზმის განყოფილებამ გამოაქვეყნა.
სტატისტიკის მიხედვით, მიმდინარე წლის მაისში მუნიციპალიტეტს 49 969 დამთვალიერებელი ესტუმრა, რაც 2024 წელს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
რაც შეეხება ცალკეული თვეებს, ტურისტული ობიექტების დასათვალიერებლად მუნიციპალიტეტს იანვარში - 9 477, თებერვალში - 11 902, მარტში - 20 942, აპრილში კი 35 531 ვიზიტორი ეწვია.
შეგახსნებთ, ტურისტული სეზონი გორის მუნიციპალიტეტში ოფიციალურად 31 მაისს გაიხსნა.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება