კულტურა
05.06.2024 16:04
მწერალი დავით ახლოური ილია ჭავჭავაძის სახელობის პრემიის და ოქროს მედლის მფლობელია

საქართველოს მწერალთა კავშირის შიდა ქართლის, ცხინვალისა და ახალგორის მწერალთა ორგანიზაციის თავმჯდომარეს დავით ახლოურს ილია ჭავჭავაძის სახელობის პრემია და ოქროს მედალი გადაეცა.

თანამედროვე ავტორს ჯილდო საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარემ მაყვალა გონაშვილმა გადასცა.

საზეიმო ღონისძიებასთან ერთად, საქართველოს მწერალთა კავშირის მხარდაჭერით, დავით ახლოურის შემოქმედებითი საღამო და ახალი წიგნის - „იქ ახალგორში“ პრეზენტაციაც გაიმართა.

„კაცმა რომ თქვას, უნდა გვერიდებოდეს ამ სახელის და გვარის ხსენებაც კი... მეც უდიდესი კრძალვით ვარ ამ ბუმბერაზი ღვთისკაცის წინაშე, მაგრამ უმადურობა იქნება მადლიერება არ გამოვხატო...

ახლა, როგორც ერთი რიგითი ილიაელი, მზად ვარ, უფრო მეტად გავუფრთხილდე, უფრო მეტად მოვუარო და მოვეფერო ჩემს ქვეყანას...

„ცხოვრება ის არის, რაც გახსოვს. დანარჩენი არსებობააო“ - ბრძანა ჭაბუამ... ალბათ, ყველას დაამახსოვრდება ეს დღე, ჩემს მასპინძლებს, სხვადასხვა რეგონიდან მობრძანებულ სტუმრებს, განსაკუთრებით იმ პატარებს, დიდი არტისტიზმით რომ კითხულობდნენ ჩემს ლექსებს“, - აღნიშნა მწერალმა, არაერთი წიგნის ავტორმა და პრემიის ლაურეატმა დავით ახლოურმა.

კვირის ამბები