საზოგადოება
05.06.2024 15:52
ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა და დავით რაზმაძემ ქვემო არცევსა და მერეთში ახლადმოწყობილი სტადიონები დაათვალიერეს

გორის მუნიციპალიტეტის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა საკრებულოს თავმჯდომარესთან დავით რაზმაძესთან ერთად, საოკუპაციო ხაზის პერიმეტრზე მდებარე ორ სოფელში - ქვემო არცევსა და მერეთში ახლადმოწყობილი სტადიონები დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

გორის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, სამუშაოები ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოსგან მიღებული გრანტით განხორციელდა.

„ორივე პროექტი ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნით განხორციელდა. პროექტის მიხედვით მოედნებზე მოეწყო: ხელოვნური საფარი, გარეგანათება, ღობე, შესასვლელი,ფეხბურთის კარი. სამუშაოების ღირებულება 265 561 ლარია“, - აცხადებენ მერიაში.

შეგახსენებთ, გორის მუნიციპალიტეტმა გრანტის სახით 500 000 ჩინური იუანი (190 000-მდე ლარი) მიიღო, პროექტისთვის საჭირო თანხის ნაწილი კი ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო.

კვირის ამბები