საზოგადოება
05.06.2024 13:03
სასკოლო კონკურსის „ნიკო კეცხოველის პრემია 2024“ ნახევარფინალისტთა შორის გორის მუნიციპალიტეტის შვიდი სკოლა მოხვდა

სასკოლო კონკურსის „ნიკო კეცხოველის პრემია 2024“ ნახევარფინალისტთა ვინაობა ცნობილია.

ნახევარფინალისტთა შორის გორის მუნიციპალიტეტის შვიდი - გორის №2, №11, №12, ახალდაბის, სვენეთის, არბოს საჯარო სკოლები და კერძო სკოლა „თამარიონი“ მოხვდნენ.

აღსანიშნავია, რომ ხუთი ეკოკლუბი, რომელმაც ყველაზე მეტი „ნერგი“ დააგროვა, ფინალში ავტომატურად გადავიდა. მათ შორისაა ნიკოლოზ (ნიკო) კეცხოველის სახელობის გორის №1 და ვაჟა-ფშაველას სახელობის გორის №9 საჯარო სკოლა.

ორგანიზატორების ინფორმაციით, ნახევარფინალისტი სკოლები ინსტრუქციებს და შეხვედრების ჩატარების შესახებ დეტალურ ინფორმაციას ელექტრონულ მისამართებზე მიიღებენ.

„ნახევარფინალის შედეგების მიხედვით, ფინალის მონაწილე სკოლების რაოდენობა გახდება ცნობილი. შეგახსენებთ, რომ ხუთი ეკოკლუბი, რომელმაც ყველაზე მეტი „ნერგი“ დააგროვა, ფინალში ავტომატურად მოხვდება. მიუხედავად ამ პრივილეგიისა, ამ სკოლებს ვთხოვთ, მონაწილეობა მიიღონ ნახევარფინალურ შეხვედრაში და წარადგინონ თავიანთი აქტივობები ჟიურის და სხვა დამსწრეების წინაშე“, - აცხადებენ ორგანიზატორები.

ცნობისთვის, ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია CENN-ის მიერ, პროექტის – ტყის მდგრადი მართვა სოფლის განვითარებისათვის – ფარგლებში, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. კონკურსის თანაორგანიზატორები არიან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და საქართველოს პარლამენტი.

კვირის ამბები