საზოგადოება
05.06.2024 13:02
გაცვლითი პროექტი ახალგაზრდებისთვის გერმანიაში - მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ გამარჯვებულ ორ აპლიკანტს ავიაბილეთს გორის მერია დაუფინანსებს

გორის განვითარების სააგენტოს პარტნიორმა ორგანიზაციამ @kronos. internationaltheatre გამოაცხადა ახალგაზრდული გაცვლითი პროექტი გერმანიაში (Grossenkneten).

სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პროექტის აქტივობები მოიცავს: ინტეგრაციას და გუნდურ მუშაობას, კულტურულ საღამოებს, სესიებს ადგილობრივ ტრენერებთან, მუშაობას შერეულ საერთაშორისო გუნდებთან, ასევე, სპექტაკლის შექმნას, რომელიც პროგრამის დასრულების შემდგომ წარდგენილი იქნება ადგილობრივი დარბაზის სცენაზე, საჯარო სივრცეში.

რაც შეეხება პროექტის პირობებს, ფინანსდება საცხოვრებელი, კვება, ავიაბილეთები არ ფინანსდება. თუმცა, გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ გამარჯვებულ ორ აპლიკანტს ავიაბილეთს გორის მუნიციპალიტეტის მერია დაუფინანსებს.

„პროექტში მონაწილეობის მსურველი უნდა ფლობდეს ინგლისურს, იყოს მოტივირებული, 18 წლიდან ზემოთ ახალგაზრდა (მუსიკოსი, ვიდეო გადამღები, კოსტიუმების დიზაინერი, ქორეოგრაფი, სცენარისტი; გამოცდილება აუცილებელი არაა), ჰქონდეს გუნდური მუშაობის უნარი. ასევე, მოამზადოს ვიდეოპრეზენტაცია, სადაც წარმოადგენს და გვიამბობს საკუთარ თავზე (შინაარსი და ხანგრძლივობა კანდიდატის შეხედულებისამებრ). პროექტის განხორციელების ვადებია 3 - 22 ივლისი“, - აცხადენებ სააგენტოში.

დაინტერესებულმა პირებმა ვიდეოპრეზენტაცია 18 ივნისამდე უნდა გააგზავნონ ელ.ფოსტაზე: kronos. internationaltheatre @ gmail. com, საკონტაქტო პირი - ნინო გოლოშვილი (593 45 14 28).

კვირის ამბები