სპორტი
05.06.2024 11:50
საქართველოს ჩემპიონატზე კიკბოქსინგში გორელებმა თხუთმეტი მედალი მოიპოვეს

კიკბოქსინგში გამართულ საქართველოს ჩემპიონატზე შოთა ჩოჩიშვილის სახელობის გორის კომპლექსური სპორტული სკოლის სპორტსმენებმა თხუთმეტი მედალი მოიპოვეს (დიდები, ახალგაზრდები და ჭაბუკები).

მედლებიდან შვიდი - ოქროს, ოთხი ვერცხლის და ოთხიც ბრინჯაოს სინჯისაა.

გორელთაგან საქართველოს ჩემპიონები ანდრია ტაბატაძე (35 კგ. ჭაბუკები), ნიკა კოჩუაშვილი (45 კგ. ჭაბუკები), საბა კობალაძე (48 კგ. ჭაბუკები), გიორგი გურგენაშვილი (57 კგ. ჭაბუკები), საბა ტერმაკოზაშვილი (75 კგ. ჭაბუკები), დათა გელაშვილი (67 კგ. ახალგაზრდები) და ლუკა ყეინაშვილი (71 კგ. დიდები) გახდნენ.

ვერცხლის მედალს ალექსანდრე მწარიაშვილი (38 კგ. ჭაბუკები), საბა ნანიტაშვილი (42 კგ. ჭაბუკები), ნიკოლოზ კობლიაშვილი (51 კგ. ჭაბუკები) და ლუკა თოფჩიშვილი (60 კგ. დიდები) დაესაკუთრნენ.

საბა წიწიკაშვილმა (38 კგ. ჭაბუკები), ნიკა მწარიაშვილმა (45 კგ. ჭაბუკები), გაბრიელ გაჩეჩილაძემ (51 კგ. ჭაბუკები) და ნიკა მთიულიშვილმა (63,5 კგ. დიდები) შეჯიბრი ბრინჯაოს მედლით დაასრულეს.

საქართველოს ჩემპიონატი თბილისში ჩატარდა და გორელები შეჯიბრისთვის ვლადიმერ ჯანეზაშვილმა მოამზადა.

კვირის ამბები