აშშ-მექსიკის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისას დაკავებული მიგრანტებს უმოკლეს ვადებში დაადეპორტებენ ან მექსიკაში დააბრუნებენ, - ამის შესახებ იმ პაკეტშია აღნიშნული, რომელიც შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა საზღვრის დასაცავად შეიმუშავა.
ახალ ზომები ძალაში დარჩება მანამ, ვიდრე შეერთებულ შტატებში არალეგალურად შესვლის მცდელობების რაოდენობა არ შემცირდება.
„შეზღუდვები დაგვეხმარება, მოვიპოვოთ კონტროლი ჩვენს საზღვრებზე და აღვადგინოთ წესრიგი საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის პროცესში. ახალი რეგულაციები ძალაში დარჩება მანამ, ვიდრე არალეგალურად შესვლის მცდელობების რაოდენობა არ შემცირდება იმ დონემდე, რომლის ეფექტურად მართვასაც ჩვენი სისტემა შეძლებს“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ახალი რეგულაციების თანახმად, აკრძალვა შეჩერდება მაშინ, როდესაც საზღვარზე დაკავების მაჩვენებელი დღეში, საშუალოდ, 1 500 შემთხვევამდე შემცირდება.
აკრძალვების ახალი პაკეტის თანახმად, გამონაკლისი შეეხებათ ბავშვებს, რომლებიც საზღვარს თანმხლები პირის გარეშე კვეთენ და იმ პირებს, რომელთა ჯანმრთელობას სერიოზული საფრთხე ემუქრებათ.