გორის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, სვენეთის საჯარო სკოლამ სსსმ მოსწავლეების საზოგადოებაში ინტეგრაციის და ჩართულობის მიზნით პროექტი განახორციელა.
ორგანიზატორების თქმით, პროექტის - „ჩემი, შენი, ჩვენი სკოლა“ ფარგლებში, ოთხი თვის განმავლობაში, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების მონაწილეობით სხვადასხვა სახის შემეცნებითი და გასართობი აქტივობა გაიმართა.
პროექტის საზეიმო დახურვას გორის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების განყოფილების წარმომადგენლებიესწრებოდნენ, რომლებმაც აქტიური თანამშრომლობისთვის სკოლის ადმინისტრაციას და მოსწავლეებს მადლობა გადაუხადეს.
„სსსმ მოსწავლეებისთვის მნიშვნელოვანია, როგორც ფორმალურ, ასევე, არაფორმალურ შემეცნებით აქტივობებში მონაწილეობა. ეს ყველაფერი ხელს უწყობს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ინკლუზიური სასწავლო გარემოს გაუმჯობესებას. რაც შეეხება პროექტს, რომელიც სვენეთის საჯარო სკოლასთან თანამშრომლობით განხორციელდა, „განათლების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში დაფინანსდა“, - აცხადებენ ადგილო ბრივ თვითმმართველობაში.