საზოგადოება
04.06.2024 16:43
4 ივნისი აგრესიის მსხვერპლ ბავშვთა საერთაშორისო დღეა

დღესდღეობით, კონფლიქტის ზონებში 250 მილიონამდე ბავშვია დაზარალებული

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით, ყოველწლიურად, 4 ივნისს აგრესიის მსხვერპლ ბავშვთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. თარიღი 1982 წლის 19 აგვისტოს გაეროს ასამბლეაზე დაწესდა, როდესაც ორგანიზაციის წევრმა სახელმწიფოებმა ბავშვებზე შეიარღებული კონფლიქტების ზეგავლენა აღიარეს. კონფლიქტის ზონაში მყოფი ბავშვების უფლებების დასაცავად ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია 51/77 რომლის ინსპირაცია ლიბიის ომის უარყოფითი გავლენა იყო.

რაც შეეხება აგრესიის მსხვერპლ ბავშვთა საერთაშორისო დღის აღნიშვნის მიზანს, კონფლიქტის ზონებში ბავშვთა უფლებების დაცვა წარმოადგენს, რათა იქ მყოფი ბავშვები არ გახდნენ ფიზიკური, ფსიქიკური და ემოციური ძალადობის მსხვერპლნი.

დღესდღეობით, კონფლიქტის ზონებში 250 მილიონამდე ბავშვია დაზარალებული. გაერთიანებული ერების ორგანიზაცია აღიარებს, რომ ბავშვების ძალადობრივი ექსტრემიზმის თავდასხმებისგან დასაცავად მეტის გაკეთებაა საჭირო.

 

კვირის ამბები