საზოგადოება
03.06.2024 15:07
უახლოესი სამი დღის განმავლობაში გორის მუნიციპალიტეტში უნალექო ამინდია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უახლოესი სამი დღის განმავლობაში გორის მუნიციპალიტეტში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. რაც შეეხება ამინდის დეტალურ პროგნოზს, სინოპტიკოსების ცნობით, 4 ივნისს მზიანი დღე და +29 გრადუსია ნავარაუდევი.

+30 გრადუსი დაფიქსირდება გორში 5 ივნისს, 6-ში კი, დღისით, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +31 გრადუსს მიაღწევს.

სინოპტიკოსების ინფორმაციით, 7 ივნისს, 14-დან 17 საათამდე მოსალოდნელია ღრუბლიანობა და ნალექი.

წვიმა და ელჭექია ნავარაუდევი გორის მუნიციპალიტეტში 8 ივნისსაც.

9, 10 და 11 ივნისს კი მოსალოდნელია უნალექო ამინდი და პერიოდულად ღრუბლიანობა.

კვირის ამბები