გორელი ძიუდოისტები - ვაჟა მარგველაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი და ეთერ ასკილაშვილი პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზებენ.
ოლიმპიადაზე მონაწილე სამივე გორელი სპორტსმენი გურამ პაპიტაშვილის სახელობის გორის ჭიდაობის კომპლექსური სპორტული სკოლის აღზრდილია.
აღსანიშნავია, რომ ლაშა შავდათუაშვილს ოლიმპიადაზე სამივე სინჯის - ოქროს (2012 წ.), ვერცხლის (2020 წ.) და ბრინჯაოს (2016 წ.) მედალი აქვს მოპოვებული. ვაჟა მარგველაშვილი ვერცხლის მედლის მფლობელია. ეთერ ასკილაშვილი კი ოლიმპიადის დებიუტანტია.
შეგახსენებთ, პარიზის ოლიმპიადაზე გორელი თავისუფალი სტილით მოჭიდავეები გოდერძი ძებისაშვილი და გენო პეტრიაშვილიც იასპარეზებენ.
ცნობისთვის, ოლიმპიურ თამაშებს საფრანგეთის დედაქალაქი 26 ივლისიდან 11 აგვისტოს ჩათვლით უმასპინძლებს.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება