საზოგადოება
01.06.2024 22:01
გორში ბავშვთა დაცვის დღე აღინიშნა

დღეს, 1-ელ ივნისს, გორში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა.

გორის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, სხვადასხვა სახის კულტურული, შემეცნებითი, სპორტული და გასართობი ღონისძიებები გორის ცენტრში, შადრევნის სკვერში (სტალინის მუზეუმთან) გაიმართა.

სკვერში მოწყობილი იყო ბავშვთა გასართობი სივრცეები, სადაც ანიმატორები და მულტფილმის გმირები ცდილობდნენ პატარებისთვის განწყობის შექმნას.

შადრევნის სკვერში იმყოფებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

ბავშვთა დაცვის დღე გორში ოთო ნემსაძის და ჯგუფ „LIMBO”-ს გალაკონცერტით დასრულდა.

რაც შეეხება გორის კულტურისა და დასვენების ცენტრალურ პარკს, რომლის რეაბილიტაციაც ახლახანს დასრულდა, საბავშვო ატრაქციონები ჯერ არ ამოქმედებულა.

კვირის ამბები