გორის საფეხბურთო გუნდი „გორი“ ხელვაჩაურის „მაჭახელას“ დაუპირისპირდა.
ეროვნული ლიგა 3-ის მეცამეტე ტურის მატჩი გორელთა გამარჯვებით, ანგარიშით 5:1 დასრულდა.
მოწინააღმდეგის კარში გოლები ნიკა ოქროპირიძემ, ემანუელ ფობიმ, არჩილ გიგაურმა და უჩა ხუბულურმა (2 გოლი) გაიტანეს.
თამაში გორში ქართლის სტადიონზე გაიმართა.
რაც შეეხება მომდევნო შეხვედრას, „გორი“ ლანჩხუთის „გურიას“ დაუპირისპირდება. მატჩი 6 ივნისს 17:30 საათზე დაიწყება და ქართლის სტადიონზე ჩატარდება.
ინფორმაცია დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და საერთაშორისო პარტნიორებს