საზოგადოება
31.05.2024 11:31
31 მაისს საქართველოში პოლიციელის დღე აღინიშნება

დღეს საქართველოში პოლიციელის დღე აღინიშნება.

პოლიციელის დღესთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა სამინისტროს ტერიტორიაზე მდებარე, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაცვლილი პოლიციელების მემორიალი გვირგვინით შეამკო.

ღონისძიება საპატიო ყარაულის თანხლებით გაიმართა, რომელსაც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

ღონისძიების მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული პოლიციელების ხსოვნას.

ცნობისთვის, პოლიციელის დღე საქართველოში 2010 წლიდან აღინიშნება. თავდაპირველად, ძალოვანი უწყების წარმომადგენლებმა პროფესიული დღე 6 მაისს იზეიმეს. 2013 წელს, ეს თარიღი 19 მაისს აღინიშნა, 2014 წელს - 30 მაისს, 2015 წლიდან კი, პოლიციელის დღე 31 მაისს აღინიშნება.

კვირის ამბები