გორელმა ახალგაზრდებმა ქალთა ჯანმრთელობისთვის ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, შემეცნებითი აქტივობა განახორციელეს.
მოზარდებმა ქალაქის სხვადასხვა ლოკაცია შემოიარეს, მანდილოსნებს საინფორმაციო ბროშურები დაურიგეს და თარიღის აღნიშვნის მნიშვნელობაზე ესაუბრნენ.
აქტივობა USAID-ის პროგრამა „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია" ფარგლებში ჩატარდა, რომელიც საქართველოს გაეროს ასოციაციის UNAG-ის მიერ აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
შიდა ქართლის რეგიონში პროგრამის პარტნიორია „კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრი“.
ცნობისთვის, ქალთა ჯანმრთელობისთვის ბრძოლის საერთაშორისო დღე 1987 წელს კოსტა-რიკაში, ქალთა ჯანმრთელობის საერთაშორისო შეხვედრის ფარგლებში ლათინური ამერიკის და კარიბის ზღვის ქალთა ჯანმრთელობის საერთაშორისო კავშირის მიერ (LACWHN) დაწესდა.