გორში, თუთარაშვილის და გიგაშვილის ქუჩებზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა გრძელდება.
პროექტის მიხედვით 217 მეტრი გზის რეაბილიტაციაა გათვალისწინებული. მოეწყობა: ტრანსპორტის სავალი ნაწილი, ტროტუარები, მიერთებები, ეზოებში შესასვლელები. გარდა ამისა, დამონტაჟდება საგზაო ნიშნები და მონიშვნებიც.
გორის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, სამუშაოების ღირებულება 277 355 ლარს შეადგენს.