საზოგადოება
29.05.2024 14:42
გაცვლითი პროგრამებით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის ახალი პროექტი იწყება

გაცვლითი პროგრამებით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის ახალი პროექტი იწყება. პოლონური ორგანიზაცია დაინტერესებულ პირებს პოლონეთში, ერასმუსის ერთკვირიან აქტივობაში ჩართვას სთავაზობს.

გორის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, პროგრამა ითვალისწინებს მონაწილეთა ინტეგრაციას და გუნდურ მუშაობას, კულტურული საღამოების მოწყობას, სესიებს ადგილობრივ მუსიკოსებთან, მუსიკალური სპექტაკლის შექმნას, რომელიც, პროგრამის დასრულების შემდეგ, წარდგენილი იქნება ადგილობრივი ტურისტული დარბაზის სცენაზე.

„ჩვენმა პარტნიორმა ორგანიზაციამ - Fundacja Windmill Tree გამოაცხადა ერთკვირიანი ერასმუსის გაცვლითი პროექტი პოლონეთის ქალაქ კამიენში. მოხალისეობრივი პროგრამა 30 ივლისი-5 აგვისტოს პერიოდს მოიცავს. ფინანსდება: მგზავრობა, საცხოვრებელი, კვება. მონაწილე უნდა იყოს 18 წლიდან ზემოთ, იცოდეს ინგლისური, ჰქონდეს გუნდური მუშაობის უნარი, იყოს მოტივირებული და პრიორიტეტად ჩაითვლება მუსიკალურ სფეროში გამოცდილება.

დაინტერესებულმა პირებმა შესაბამისი განაცხადის ფორმა 30 ივნისის ჩათვლით უნდა შეავსონ. მეტი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით ნინო გოლოშვილს ტელეფონის ნომერზე: 593 45 14 28“, - აცხადებენ გორის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მართვის სააგენტოში.

კვირის ამბები