სპორტი
29.05.2024 14:19
ფრენბურთელ გოგონათა გორის გუნდი საქართველოს ჩემპიონატის მერვედფინალშია

შოთა ჩოჩიშვილის სახელობის გორის კომპლექსური სპორტული სკოლის ფრენბურთელ გოგონათა გუნდი საქართველოს ჩემპიონატის მერვედფინალშია.

შეჯიბრი 2009-2010 წწ. დაბადებულებს შორის მიმდინარეობს.

თავდაპირველად, ჩემპიონატში 32 გუნდი ასპარეზობდა, რომლებიც 8 ჯგუფში იყვნენ გადანაწილებულნი.

გორელებმა ჯგუფში სამივე შეხვედრა გამარჯვებით დაასრულეს. რუსთავის „ოლიმპს“ 3:2, ხოლო „თიანეთს“ და „დმანისს“ 3:0 სძლიეს.

რაც შეეხება მერვედფინალურ ეტაპს, მოწინააღმდეგე გუნდის ვინაობა უახლოეს პერიოდში გაირკვევა.

საქართველოს ჩემპიონატზე გორის გუნდი შემდეგი შემადგენლობით ასპარეზობს: მაია გელაშვილი, ნინო ილურიძე, თამარ კოპაძე, ბარბარე წკრიალაშვილი, მარიამ ბერიანიძე, ნანკა ლოქაბიძე, ნატალია ბიძინაშვილი, თაკო კახნიაშვილი, ლიკა დავითაშვილი, ნინო კორძახია, მარიამ წულაია, მარიამ ბარჯაძე, თამუნა მაზმიშვილი და სალომე მინდიაშვილი.

გუნდის მწრთნელები თინა ფსუტური და ნინო სირაძე არიან.

კვირის ამბები