წარმოდგენები 30 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით გაიმართება
გიორგი ერისთავის სახელობის თეატრი პატარა მაყურებელს საბავშვო სპექტაკლების კვირეულზე ეპატიჟება. „გორის მაცნეს“ ინფორმაციით, წარმოდგენები ყოველდღე,
30 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით, 18:00 საათზე გაიმართება.
რაც შეეხება სპექტაკლების ჩამონათვალს ხვალ, 30 მაისს, სასცენო ხელოვნებისმოყვარულ პატარებს შესაძლებლობა ექნებათ სანდრო ელოშვილის რეჟისორული ნამუშევარი - „კონკია“ იხილონ.
31 მაისს თოჯინური სპექტაკლის - „წითელქუდა“ (რეჯჟისორი ელენე მაცხონაშვილი) ჩვენებაა დაგეგმილი.
1-ელ ივნისს ყველასთვის საყვარელი ზღაპრის, ვილჰელმ და იაკობ გრიმების პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლი -„ფიფქია და შვიდი ჯუჯა“ ელოდება მაყურებელს.
2 ივნისს კი, რეჟისორი ელენე მაცხონაშვილი ბავშვებს ო. ჰენრის პიესის მიხედვით დადგმულ სპექტაკლს სახელწოდებით - „წითელკანიანთა ბელადი“ სთავაზობს.
ბილეთების შეძენა თეატრის სალაროშია შესაძლებელი.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება