საზოგადოება
29.05.2024 11:51
საქართველოს ჭიდაობის ეროვნულმა ფედერაციამ არკადი ხინჩიკაშვილი ჭიდაობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოვა

ნუგზარ სხირელის სახელობის გორის ჭიდაობის სკოლის მენეჯერი, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი არკადი ხინჩიკაშვილი საქართველოს ჭიდაობის ეროვნულმა ფედერაციამ დააჯილდოვა.

ხინჩიკაშვილს ჯილდო ჭიდაობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის გადაეცა. იგი ორ ათეულ წელიწადზე მეტია, მწვრთნელის რანგში მოღვაწეობს და მის სახელს არაერთი სპორტსმენის წარმატება უკავშირდება.

გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს ინფორმაციით, არკადი ხინჩიკაშვილი ოლიმპიური ჩემპიონის ლადო ხინჩეგაშვილის პირადი მწვრთნელია (აწ გარდაცვლილ ნუგზარ სხირელთან ერთად). მას შემდეგ მან არაერთი ტიტულოვანი ახალგაზრდა სპორტსმენი აღზარდა და ახლანდელ თაობაშიც ჰყავს ბევრი ისეთი აღსაზრდელი, რომლებიც სხვადასხვა შეჯიბრზე წარმატებით ასპარეზობენ.

 

კვირის ამბები