საზოგადოება
29.05.2024 11:49
გორის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით, ახალგაზრდებისთვის მორიგი საგანმანათლებლო პროექტი განხორციელდება

გორის მუნიციპალიტეტის მერია ახალგაზრდებს მომავალი პროფესიის სწორად შერჩევაში დახმარებას და პროექტში - „ეს საინტერესოა - პროფესიული გზამკვლევი“ მონაწილეობას სთავაზობს.

საგანმანათლებლო პროგრამაში ჩართვა 13-დან 17 წლამდე მოზარდებს შეუძლიათ.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებს კი 2-დან 23 ივნისის ჩათვლით გორის სახელმწიფო უნივერისიტეტი უმასპინძლებს.

„გორელ ახალგაზრდებს შესაძლებლობა ეძლევათ შეხვდნენ სხვადასხვა სფეროში მოღვაწე წარმატებულ ადამიანებს. ისინი მოისმენენ ბევრ ახალ და საინტერესო ინფორმაციას უკვე ნაცნობი პროფესიების შესახებ.

ცნობილი ადამიანები შეხვედრის მონაწილეებს, ასევე, გაუზიარებენ საკუთარ გამოცდილებასაც და უპასუხებენ მათ მიერ დასმულ შეკითხვებს“, - აცხადებენ ორგანიზატორები.

პროექტი - „ეს საინტერესოა - პროფესიული გზამკვლევი“ გორის მუნიციპალიტეტის მერიის „განათლების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში ფინანსდება და ორგანიზაციასთან - „გაავრცელე“ თანამშრომლობით ხორციელდება.

კვირის ამბები