ქართველი პოეტის, ბრწყინვალების ორდენის კავალერის, არაერთი წიგნის ავტორის ტარიელ ხარხელაურის შემოქმედებით საღამოს გორი უმასპინძლებს.
ღონისძიება საქართველოს მწერალთა კავშირის შიდა ქართლის, ცხინვალისა და ახალგორის ორგანიზაციის ინიციატივით ჩატარდება და ორგანიზატორების ინფორმაციით, საღამო ვანო მურადელის სახელობის გორის სამუსიკო სკოლაში (სამეფოს ქუჩა № 22) გაიმართება.
„ეს ტარიელ ხარხელაურია, იდუმალი ენის შემგრძნობი და ყველგან და ყველაფერში უფლის მადლის მპოვნელი, ლირიკულ გმირს ძალდაუტანებლად რომ გადაულოცავს ფეხის დაკვრით - მიწის შეძვრას, ჩასუნთქვით - ცის ჩახრას, და ცასაც დაუმონებს, მიწასაც და მთლად ამ შეშლილ სამყაროსაც, სარკმელად სივრცეს უბოძებს და სანთელადაც აქცევს, საკმევლადაც, სალოცავადაც და მლოცველადაც“, - მისივე წიგნის ანოტაციაში ვკითხულობთ შემოქმედზე...
პოეტთან შეხვედრა 30 მაისს, 17:00 საათზე დაიწყება და დასწრება თავისუფალია.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება