ქალთა უფლებების ადვოკატირების, რეპროდუქციული და სქესობრივი ჯანმრთელობის დაცვის საერთაშორისო მოძრაობის(SRHR) ინიციატივით, 28 მაისს ქალთა ჯანმრთელობისთვის ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნება.
1987 წელს თარიღი კოსტა-რიკაში, ქალთა ჯანმრთელობის საერთაშორისო შეხვედრის ფარგლებში ლათინური ამერიკის და კარიბის ზღვის ქალთა ჯანმრთელობის საერთაშორისო კავშირის მიერ (LACWHN) დაწესდა.
37 წელია, მსოფლიოს სხვდასხვა ქვეყანა, საერთაშორისო სააგენტოები და სამოქალაქო საზოგადოება თარიღის აღნიშვნის მიზნით, ყოველწლიურად აწარმოებს კამპანიას შედეგ თემებზე: ხარისხიანი ჯანმრთელობის სერვისებზე ხელმისაწვდომობა; სიღარიბის ფემინიზაცია; უსაფრთხო და ლეგალური აბორტი; მთავრობის პასუხისმგებლობა ჯანმრთელობის პრიორიტეტების განსაზღვრების კუთხით; ჯანდაცვის სექტორის რეფორმა და ქალთა ჯანმრთელობა; ქალები და აივ/შიდსი; საერთაშორისო სავაჭრო ხელშეკრულებები და ქალთა ჯანმრთელობა; ჯანმრთელობა როგორც გადაუდებელი მდგომარეობა; ახალგაზრდების რეპროდუქციული ჯანმრთელობა და კონტრაცეპტივებზე ხელმისაწვდომობა.